უფასო მიწოდება ბათუმში

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლდა: 27.07.2026

ჩარჩო პატივს სცემს თქვენს პირად ცხოვრებას. ეს პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ charcho.art-ზე, რისთვის ვიყენებთ და როგორ ვიცავთ მათ.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, ან კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა, ტელეფონი, მიწოდების მისამართი;
  • შეკვეთის ისტორია და ტრანზაქციების ჩანაწერები;
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერი, მოწყობილობა და ქუქი-ფაილები.

ბარათის მონაცემებს ჩარჩო არ აგროვებს და არ ინახავს — გადახდას ამუშავებს Flitt, PCI DSS სტანდარტის შესაბამისად.

რისთვის ვიყენებთ

  • შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდებისთვის;
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის შეკვეთის სტატუსზე;
  • ანგარიშისა და პირადი ფასდაკლების მართვისთვის;
  • სიახლეების გასაგზავნად — მხოლოდ თქვენი თანხმობით;
  • ვებგვერდის მუშაობის გასაუმჯობესებლად (Google Analytics).

ქუქი-ფაილები

ვიყენებთ აუცილებელ ქუქებს (კალათა, ავტორიზაცია, ენის არჩევანი) და ანალიტიკურ ქუქებს Google Analytics-ისთვის. ბრაუზერის პარამეტრებიდან ქუქების გამორთვა შესაძლებელია, თუმცა ამან შესაძლოა შეზღუდოს საიტის ფუნქციონალი.

მონაცემების გაზიარება

მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაზიარებთ მარკეტინგული მიზნით. ვუზიარებთ მხოლოდ იმ პარტნიორებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურებისთვის: გადახდის სისტემა (Flitt), საკურიერო და საფოსტო სამსახურები, ანალიტიკის მიმწოდებელი. აგრეთვე — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თქვენი უფლებები

  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების ასლი;
  • მოითხოვოთ არასწორი მონაცემების შესწორება;
  • მოითხოვოთ ანგარიშისა და მონაცემების წაშლა;
  • ნებისმიერ დროს უარი თქვათ სიახლეების მიღებაზე.

უფლების გამოსაყენებლად მოგვწერეთ: takochogovadze@gmail.com. პასუხს გაგცემთ 10 სამუშაო დღეში.

მონაცემთა შენახვა და დაცვა

მონაცემებს ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მომსახურებისთვის და კანონით დადგენილი ვადით. კავშირი დაშიფრულია HTTPS-ით, პაროლები ინახება ჰეშირებული სახით, წვდომა შეზღუდულია.