უფასო მიწოდება ბათუმში

შეძენისა და კონფიდენციალურობის პირობი

შეძენისა და კონფიდენციალურობის პირობებს

წინამდებარე პირობები არეგულირებს ი.მ. თამარ ჩოგოვაძის (ს/კ 01021013135, შემდგომში — „ჩარჩო“) ვებგვერდზე charcho.art განხორციელებულ შეძენას. შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

 

შეკვეთის განთავსება

შეკვეთა შეიძლება განთავსდეს როგორც რეგისტრირებულმა, ისე არარეგისტრირებულმა მომხმარებელმა. შეკვეთის მიღების შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას შეკვეთის ნომრით.

ჩარჩო იტოვებს უფლებას უარი თქვას შეკვეთის დამუშავებაზე, თუ პროდუქტი ამოიწურა, მითითებული მონაცემები არასრულია, ან შეკვეთა ეჭვს იწვევს.

 

ფასები და გადახდა

ყველა ფასი მითითებულია ლარში (₾) და მოიცავს დღგ-ს. ონლაინ გადახდა ხორციელდება Flitt-ის დაცული სისტემით — ჩარჩო არ ინახავს თქვენი ბარათის მონაცემებს.

  • ბარათით ონლაინ — Visa, Mastercard, Apple Pay, Google Pay (Flitt);
  • საბანკო გადარიცხვით — იურიდიული პირებისთვის, ინვოისის საფუძველზე;
  • ნაღდი ან ბარათით — ბათუმის ერთ-ერთ მაღაზიაში.

 

ინდივიდუალური შეკვეთა

პერსონალიზებული ნივთი მზადდება 7–14 სამუშაო დღეში ესკიზის დამტკიცებიდან. ასეთი შეკვეთა მოითხოვს 50% წინასწარ გადახდას და არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა ქარხნული წუნის შემთხვევისა.

 

დაბრუნება და გაცვლა

ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ იგი არ არის ნახმარი, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე და თანდართული აქვს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი, გარდა წუნის შემთხვევისა;
  • თანხა ბრუნდება იმავე მეთოდით, რომლითაც გადაიხადეთ, 10 სამუშაო დღეში;
  • საყურეები ჰიგიენური მიზეზით არ ბრუნდება;
  • გრავირებული და ინდივიდუალური ნივთები არ ბრუნდება.

 

გარანტია

ყველა ნივთს აქვს 6-თვიანი გარანტია ქარხნულ წუნზე. გარანტია არ ვრცელდება ბუნებრივ ცვეთაზე, არასწორი მოვლით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე. სტანდარტული მოდელების ზომას უფასოდ ვასწორებთ შეძენიდან 30 დღის განმავლობაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ი.მ. თამარ ჩოგოვაძე, ს/კ 01021013135. მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა №92-94. ტელეფონი: +995 599 64 26 55. ელ. ფოსტა: takochogovadze@gmail.com.